სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი კონცერტის დაწყებამდე ქართულ მედიას შეხვდება

26 მაისს, 16:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის (ლოკომოტივი) საკონფერენციო დარბაზში ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი და საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live პრესკონფერენციას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ბლანტი პირველი სოლო მომღერალია, რომელიც Black Pearl Live მოწვევითა და ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და ფესტივალში „დამოუკიდებლობის დღე“ მიიღებს მონაწილეობას. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ფესტივალის საერთო ენა მუსიკაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მსმენელებს აერთიანებს და ქართველ მსმენელს საშუალებას აძლევს, გახდეს მნიშვნელოვანი თარიღის მონაწილე.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ჯგუფი - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), რომელიც სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას მასპინძლობას ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ. Young Georgian Lolitaz - ეს არის მამაკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოდან წარსდგა, Loudspeakers - ცნობილი ქართული როკ ჯგუფი, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათასაქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100