დრონი.ჯი-ს ინტერვიუ „კარვების დამცველ ბიჭთან“ - გაიცანით ლუკა კაცაძე

მისი გულწრფელობა და ბუნებრიობა არ შეიძლებოდა ვინმეს უყურადღებოდ დარჩენოდა და არც დარჩა, ამიტომაც იყო, რომ მასზე გავრცელებული ვიდეო წამებში გახდა პოპულარული და სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ითქვა და დაიწერა.მან მალევე მოიგო საზოგადოების დიდი ნაწილის გული. „კარვების დამცველი ბიჭის“ სახელწოდებით ცნობილი ლუკა კაცაძე რესპოდენტიც ბუნებრივი და გახსნილი გამოდგა.

დრონი.ჯი დაინტერესდა, თუ ვინ არის სინამდვილეში ინტერნეტ-ჰიტად ქცეული ვიდეოს მთავარი გმირი და მასთან ინტერვიუ ჩაწერა

ლუკა, დრონი.ჯი-ს სამომავლო გეგმებსა და ცხოვრებაზე ესაუბრა.

- ლუკა, შენ ბოლო დროს მომხდარი ამბების შემდეგ გახდი პოპულარული. სოციალურ ქსელში აიტვირთა ვიდეო, სადაც კარვებისუდიერადდაშლას აპროდესტებდი. როგორ ფიქრობ, რატომ აიტაცა ეს ვიდეო ხალხმა და რით იყავი გამორჩეული?

- რა უხერხულ სიტუაციაში მაყენებთ, ახლა ჩემი თავი ვაქო? (იცინის) ... ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამოიწვია ჩემმა ემოციურმა პროტესტმა, რაც ზოგმა დადებითად მიღო, ზოგმა უარყოფითად. არაფრით ვიყავი იმ ადამიანებისგან გამორჩეული, ვინც მთელი სამი დღის განმავლობაში იქ იდგა ჩემთან და ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩვენ, ყველა ერთად ვაპროტესტებდით თავისუფლების შეზღუდვას!

- ხალხი გცნობს ქუჩაში? რა რეაქციები აქვთ როცა გცნობენ?

- კი, ასე თუ ისე მცნობენ და ჯერ ჩემ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ ყოფილა, პირიქით დადებითია, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- ხო არ გაბრაზდი, როცა შენი ვიდეო მთელ სოციალურ ქსელს მოედო?

- რა თქმა უნდა არა. რატომ? - გეტყვით, როდესაც ადამიანები ხედავენ კონკრეტულ პრობლემას მაშინ გამოთქვამენ პროტესტის სურვლის. მე არ მითქვამს რომ ეს პრობლემა იყო, ეს იყო იმ ასობით დაშვებულ შეცდომაზე პროტესტი, რომელმაც ბევრი ახალგაზრდა გამოიყვანა ქუჩაში აქციაზე.

- ეს ვიდეო სხვისი მონაწილეობით რომ გენახა, რა კომენტარს გაუკეთებდი?

- ალბათ დადებითად განვეწყობოდი, რადგან ყველანაირი პროტესტს სერიოზულად ვუდგები, განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან თემას როცა ეხება საკითხი.

- შენთვის კარვები მართლა ასეთი მნიშვნელოვანია?

- კარვები ძირითადად მეორეხარისხოვანი იყო, ამ შემთხვევაში, მე ყურადღება გამახვილებული მქონდა უსამართლო ქმედებაზე. როდესაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციას უფლება არ აქვს აქციის ნივთებს შეეხოს. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი ემოცია.

- გაქვთ თუ არა სახლში საკუთარი კარავი?

- კი მაქვს (იცინის)

- შენს ვიდეოზე იყო ისეთი კომენტარები, რომელმაც ძალიან გაგაღიზიანა, თუ იყო რომელს გაიხსენებდი?

- რატომღაც მე მიწოდეს ნარკომანი, თურმე ვიმყოფებოდი კაიფში ეს ჩემთვის პირადად გამაღიზიანებელი კი არა სასაცილოა. რატომ? ადამიანი, რომელიც სახლში თბილად ზის, უყურებს თავისი შვილის ხნის ბავშვები რა დღეში არიან და მშვიდად აბრალებს რო კაიფში იყო, ეს მართლა არაა ადეკვატური საქციელი მისი მხრიდან.

- მოგწონს თუ არა საზოგადოებისგან წამოსული ეს ყურადღება?

-კი სასიამოვნოა ჩემთვის.

- სინამდვილეში ვინ არის და როგორია ლუკა კაცაძე?

- ლუკა არის ემოციური, ადვილად ფეთქებადი ტიპი. მიყვარს ჩემ თვისებებს რომ ყურადღებას ვაქცევ, პასუხისმგებელი ვარ, საჭიროდ ვთვლი ამ დეტალს ადამიანში. პრინციპული ვარ, შეიძლება ითქავს. მე ესე ვთვლი, რომ ჩემს ასაკთან შედარებით ცოტა მეტი მაქვს ნანახი, ვიდრე უნდა მენახა, რაც მგონი კარგია. ვარ 17 წლის, მყავს 3 წლის და, დედა და ბებია, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს. ვსწავლობ კერძო სკოლაგრალში“, სამომავლოდ ვფიქრობ ჩემი ცხოვრება დავუთმო ბიზნესს. მომწონს ეს პროფესია და ვფიქრობ, რომ ჩემი ხასიათებიდან გამომდინარე ამ სფეროში წარმატებული ვიქნები.

კომენტარი