სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პეესპეს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

დღეიდან, 10 მაისიდან პეესპეს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება დაიწყო.

საიუბილეო გათამაშების პრიზები უპრეცედენტოა:

10 წლის მანძილზე 1000 ლარიანი ხელფასი! ანუ მომდევნო 10 წლის განმავლობაში 2028 წლის თითქმის ნოემბრის ჩათვლით გამარჯვებულს ყოველ თვეში პსპ-სგან 1000 ლარიანი ხელფასი ჩაერიცხება. 25 000 ლარი და გარემონტებული ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში!

პსპ-ს გათამაშება იუბილარია - წელს მას 10 წელი უსრულდება. პირველი გათამაშება 2008 წლის 1 ივნისს ჩატარდა. მას შემდეგ პეესპემ 20 გათამაშება ჩაატარა და 152 ოჯახს ძვირადღირებული პრიზები გადასცა, მათ შორის 46 ახალთახალი ავტომობილი. პსპ-ს გამარჯვებულებს საქართველოს ყველა კუთხეში შეხვდებით.

ახალ გათამაშებაში ჩართვა მომხმარებელს უკვე დღეიდან შეუძლია. გათამაშების პირობები უცვლელია, პეესპეში ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებს. გათამაშება 4 ნოემბერს გაიმართება.

10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით პეესპეს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიახარულის ისტორია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100