სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკით გარდაცვლილი ახალგაზრდების სია...

ხუთი გარდაცვლილი ბოლო ორი კვირის განმავლობაში - ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზებზე ექსპერტიზა ამ წუთებშიც მუშაობს.

თუმცა, წინასწარი ვერსიით, ხუთივე ახალი თაობის კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა.

22 წლის ბექა. ი -23 აპრილი,

21 წლის მარიამ. ზ. – 28 აპრილი,

31 წლის ვახო. ჭ -28 აპრილი,

38 წლის კახა. კ – 5 მაისი,

39 წლის ლევან. კ - 5 მაისი…

ეს მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია და იმ ადამიანების არასრული სიაა, რომლის იდენფიცირებაც ჩვენ მოვახდინეთ.

თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი თაობის ნარკოტიკით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 10-ს აღწევს.

15-მდე ადამიანი კი, კლინიკებშია გადაყვანილია.

ჩვენ მათი ვინაობის დადგენაზე ვმუშაობთ და ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას.

ახლა კი ცოტა რამ, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლეს.

22 წლის ბექა. ი - მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 23 აპრილს გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით ის ღუდუშაურის კლინიკის მისაღებში გარდაიცვალა .

21 წლის მარიამ. ზ – 28 აპრილი. ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრები მარიამის ოჯახისთვის დილა საშინელი ტრაგედიით გათენდა, რადგან მარიამი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მეგობრებთან ერთად კლუბში იყო, სადაც კლუბური ნარკოტიკი მიიღო და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა სიკვდილის მიზეზიც.

21 წლის მარიამი პირველ მაისს დაკრძალეს.

31 წლის ვახო. ჭ -28 აპრილი. ასევე მძიმე იყო ნუცუბიძის პირველ მიკროში მცხოვრები ამ ახალგაზრდა ბიჭის ახლობლებისა და მეგობრებისთვის.

ვახოსაც არ გაუმართლა და ისიც, სავარაუდოდ, ახალი მომწამვლელი ნივთიერების მსხვერპლი გახდა.

ვახო 3 მაისს დაკრძალეს.

38 წლის კახა. კ – 5 მაისი.

39 წლის ლევან. კ - 5 მაისი.

გარდაცვლილები - კახა კ. და ლევან კ. 5 მაისს გამთენიისას ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდნენ.

მეგობრები ვარაუდობენ, რომ სწორედ აქ მიიღეს მათ დაუდგენელი ნივთიერება, გამთენიისას სახლში მისულებმა კი დაიძინეს და ვერც ერთი ვეღარ გააღვიძეს.

ლევან. კ კულტურის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ახალი თაობის ნარკოტიკი, რომელიც კლავს, შეიძლება სულაც არ გამოდგეს ის ე.წ „მეფედრონი“, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ეჭვი.

ცნობილი ნარკოლოგები ვარაუდობენ, რომ სიკვდილი სულ სხვა ნარკოტიკის ზედოზირებამ გამოიწვია.

იმის გამო, რომ „მეფედრონს“ არ ახასიათებს ასეთი ზედოზირება, ასეთი სიკვდილი და სიმპტომები, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოში ავრცელებენ „ფენტანილს“!

„ფენტანილს“ ბიო-ჰეროინსაც უწოდებენ და ბიოლოგიურ იარაღსაც. „ფენტანილი“ მორფზე 100-ჯერ, ხოლო ჰეროინზე 65-70-ჯერ უფრო ძლიერია.

თუმცა, ესეც ვარაუდის დონეზეა და იმედია, შესაბამისი უწყებების დაახმარებით, მალე გაირკვევა რა სახის მომწამვლელ ნივთიერებასთან გვაქვს საქმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ყველა შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი