სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”PSP”- წლის რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად უკვე მეცამეტედ დასახელდა

PSP „ოქროს ბრენდად“ უკვე მეცამეტედ დასახელდა. კომპანიას წლის რჩეული ფარმაცევტული ბრენდის წოდება „Golden Brand”-ის დაჯილოდების ცერემონიალზე მიენიჭა. დაჯილდოების ორგანიზატორი კომპანია GLOBAL IDEA და გაზეთი The FINANCIAL იყო. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებაზე PSP-ს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

„PSP ლიდერი კომპანიაა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. მომხმარებელი 24 წლიანი წარმატებული საქმიანობის ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქართულ კომპანიას ირჩევს. ქართველი მომხმარებლებისათვის 2017 წელი განსაკუთრებული იყო. PSP რებრენდინგის პროექტით „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ - საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოვების „სტივი ევორდსის“ გამარჯვებული გახდა. ექსპერტთა და მომხმარებლის აღიარება დამატებითი მოტივაციაა წინსვლისა და ახალი პროექტების შესაქმნელად, რითაც უფრო მეტად გავუადვილებთ მოსახლეობას ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას“ - აცხადებენ PSP-ში.

”ოქროს ბრენდს” 200-მდე ექსპერტი ავლენს და ის კომპანიები ჯილდოვდება, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და საზოგადოების მოწონება და აღიარება მოიპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100