ბათუმში ხანძრის შედეგად 7 ოჯახი დაზარალდა

ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ოჯახი დაზარალდა. დაზარალებულებს მერიამ დროებით ბინის ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაიწვა ბარაკული ტიპის რამდენიმე სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ერთმა მეხანძრემ ინტოქსიკაცია მიიღო და კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე. მისი თქმით, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაზარალებულ ოჯახებს შეისწავლის. მათ პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.

ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა.

კომენტარი