სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა სპეციალურად ტურისტებისათვის Tourist Card-ი შექმნა

19 აპრილი, თბილისი, 2018 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ტურისტებისთვის სპეციალური პროდუქტის შეთავაზების შესახებ. ბანკმა ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით - Tourist Card (ტურისტ ქარდი) შექმნა.

Tourist Card-ი საქართველოს ბანკის (VISA) პლასტიკური ბარათია, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს შესაძლებლობას აძლევს: ბარათით გადაიხადოს მგზავრობის საფასური მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და საბაგიროთი მგზავრობისას. ისარგებლოს ფასდაკლებებით სხვადასხვა ობიექტებში: კაფე-ბარებსა და რესტორნებში; მუზეუმებსა და სუვენირების მაღაზიებში; ტურისტულ კომპანიებში; სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში.

Tourist Card-ით გადახდა შესაძლებელია ყველგან, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით. Tourist Card-ის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ბარათის შეძენისთანავე. (50-იდან 1 000 ლარამდე თანხის შეტანის ლიმიტით, როგორც ეროვნულ, ასევე დოლარის და ევროს ვალუტაში). Tourist Card-ზე ნაშთის შემოწმება კი შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.

ტურსიტები საქართველოს ბანკის Tourist Card-ით ისარგებლებენ არაერთი მათთვის საჭირო ბენეფიტითა და ფასდაკლებით. მათ შორის: Tourist Card-ის მფლობელი საჩუქრად მიიღებს მაგთის სიმ-ბარათს და 1000 MB-ის მოცულობის ინტერნეტს. Tourist Card-ის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვისცენტრებში.

სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და დეტალური ინფორმაცია Tourist Card-ზე გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე: touristcard.ge.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100