სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სულ მალე, ჯეიმს ბლანტი თბილისს ესტუმრება

ვინ არის როკ ჯგუფი The Young Georgia Lolitataz, რომელიც ბრიტანელ მომღერალს უმასპინძლებს

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს “The Afterlove-ის” ფარგლებში თბილისს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ესტუმრება. კონცერტზე,რომელიც მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება მომღერალი ახალ სიმღერებთან ერთად, უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ ჰიტებს „Googbye My lover“ და „You`re Beautiful“ შეასრულებს.

ასევე ცნობილია, რომ ფესტივალში ბლანტის გარდა მონაწილეობას მიიღებს როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა) - The Parlotones. რომელებიც სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას მასპინძლობას კი, ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ.

დავინტერესდით ქართული ალტერნატიული/ინდი როკ ჯგუფით - The Young Georgia Lolitataz. ჯგუფი 2000 წელს ჩამოყალიბდა და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივლებში.მათ შორის, აღსანიშნავია ევროპული სატელევიზიო კონკურსი - „ევროვიზია,“ სადაც ჯგუფი,2016 წელს საქართველოს სახელით წარსდა.მათ სიმღერა „Midnight Gold“ შეასრულეს. ჯგუფის სახელწოდება,როგორც თავად ჯგუფის წევრები აცხადებენ სპონტარუდან წარმოიშვა,რომელიც საბოლოოდ მათ განუყრელ ნაწილად იქცა.

ჯგუფი ოთხი წევრესგან შედგება ( ნიკა კოჩაროვი, გია იაშვილი,ნიკა დავითაშვილი,დიმა ოგანესიანი). თუ როგორ მასპინძლობას გაუწევს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბრიტანელ შემსრულებელს ჯეიმს ბლანტს „The Young Georgia Lolitaz“ , ჯგუფის ვოკალისტსა და გიტარისტს ნიკა კოჩაროვს ვესაუბრეთ:

- 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ჩვენი რეპერტუარის შესრულება ძალიან დიდი პატივია. უპირველესად, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კონცერტზე მოვა ბევრი ისეთი მსმენელი,რომელმაც მანამდე შეიძლება საერთოდ არ იცოდა ჩვენი ჯგუფის შესახებ, თუ ვინ ვიყავით და რა ჟანრის მუსიკას ვქმნიდით. ჩვენ გვაქვს 26 მაისს იმის შესაძლებლობა,რომ მსმენელს ჩვენი თავი წარვუდგინოთ და მაქსიმალურად ვასიამოვნოთ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის წარმატების საწინდარია მსგავსი სახის კონცერტებში მონაწილეობის მიღება. მით უფრო, ძალიან მნიშვნელოვანია,როდესაც მსოფლიო დონის მუსიკოსთან ერთად გვაქვს კონცერტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

- ნიკა, თქვენი რეპერტუარიდან რომელ სიმღერებს შეასრულებთ ?

- კონცერტის მასშტაბიდან და გრანდიოზულობიდან გამომდინარე მსმენელისთვის შევასრულებთ უკვე კარგად ნაცნობ ჰიტებს.

- რა მოლოდინები გაქვთ ? რას ელით მსმენელისგან?

- ძალიან მინდა რომ 26 მაისს,ღონისძიებას ძალიან ბევრი მსმენელი დაესწროს. ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რამდენად ავიყოლიებთ და გავახარებთ მათ.

- გქონიათ თუ არა შემთხვევა,რომ ამ დონის მომღერალთან ერთად მიგეღოთ სხვადასხვა კონცერტში მონაწილეობა?

- კონცერტში მონაწილეობა მიგვიღია ინგლისურ როკ - ჯგუფ „Placebo - სთან, “ ასევე ფრანგულ ელოქტრონულ ჯგუფ „Air - თან “ და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად. სოლო შემსრულებთან ჯერ არა, მისასალმებელია როცა ასეთი დონის მომღერლის გვერდზე ხარ სცენაზე.

- შეასრულებ თუ არა ჯეიმს ბლანტის რეპერტუარიდან რომელიმე სიმღერას და იგიმება თუ არა ?

- რატომაც არა!

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი თბილისს, 26 მაისს, სპეციალურად დამოუკიდბელობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ეწვევა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. ღონისძიებისორგანიზატორია ახალი საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live. კომპანია საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულიღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100