ტაქსიდან პირდაპირ გერმანიაში - ნატახტრის სამმაგი სარაგბო სიურპრიზი

როგორ მოიქცევით, თუ ტაქსით მგზავრობისას მძღოლი გთავაზობთ, რომ თქვენთვის საყვარელი ნაკრების თამაშს სტადიონზე უყუროთ? ერთი შეხედვით, ამ შემოთავაზებაში უჩვეულო არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სტადიონი 4 000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და თამაშამდე სულ რაღაც 12 საათია დარჩენილი. თუმცა, ეს უჩვეულო შეთავაზება ნატახტრის ახალ ვიდეოში ერთადერთი სიურპრიზი არ არის.

სიურპრიზების სიმრავლით გამორჩეული ვიდეოს ამოსავალი წერტილი, „ნატახტარის“ მიერ რაგბის ნამდვილი ქომაგების აღმოჩენა და მათი დაჯილდოვება გახლავთ. „გულშემატკივარი სპორტის ნებისმიერი სახეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, სპორტსმენებთან ერთად, ზოგჯერ მათაც სჭირდებათ გარკვეული მხარდაჭერა იმისათვის, რომ საყვარელ გუნდს ბოლომდე უქომაგონ. ნატახტარმა გადაწყვიტა ხელი შეუწყოს გულშემატკივრებს ქომაგობაში, რისი ერთ-ერთი მაგალითიც სწორედ ეს ამბავია“ - „ნატახტარის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი – ანა ქარჩავა

Credits

Client - Natakhtari Brewery

Agency - Leavingstone

Creative Director - Levan Lepsveridze

Account Director - Natia Gogia

Copywriter - Beka Adamashvili

Art Director - Sophia Antidze

Account Manager/Executive Producer - Mariam Menteshashvili

Graphic Designer: Irakli Takaishvili

Production - Copter

Art Department - Slow Pulse

Music/Sound Design - Post Red Audio

Editor - Gigi Jikia

Graphics - Pasha Maisuradze

Color Correction - Niko Tarielashvili

VO Artist - Nika Gordeziani

Special Thanks - Taxify, Meli Bagdavadze

კომენტარი