კლუბ "ნაინის" ბარმენი დიღომში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში დიდ დიღომში 27 წლის ბიჭის, გიორგი ლომიშვილის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, მაშველებმა დღეს საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.გიორგი ბარმენი იყო და ის წლების განმავლობაში კლუბ "ნაინში" მუშაობდა. ალბათ ბევრი იცნობთ ამ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ღიმილითა და ენერგიით ემსახურებოდა კლუბის სტუმრებს.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

კომენტარი