„აღდგომას“ თემაუტური ხაზის გამოშვებას ვაპირებთ - „აიისა“-ს პრეზერვატივების კომპანიის მფლობელის პასუხი აღშფოთებულ საზოგადოებას

„აიისა“-ს პრეზერვატივზე გამოსახულმა თამარ მეფის სახემ ეს ორი დღეა სრულიად ერი აალაპარაკა, დაიწერა ბევრი აღშფოთებული და გასალანძღი კომენტარი უშუალოდ ამ პრეზერვატივების კომპანიის მისამართით, ხალხი კომპანიას გადაწვითაც ემუქრებოდა და მას ეროვნული ღირსების შელახვაში ადანაშაულებდა. ამ საკითხზე აღშფოთება გამოთქვა თვით იუნა შაფათავამაც და კომპანიის მისამართით ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა. (იხ: ბმულზე)

დრონი.ჯი შეეცადა „აიისა“-ს პრეზერვატივების კომპანიას დაკავშირებოდა და მათი ახსნა-განმარტებაც მოესმინა.

გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის მფლობელ ანანია გაჩეჩილაძესთან.

- დრონი.ჯი: რას ეტყოდით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც „აიისა“-ს პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვით აღშფოთდა?

ანანია გაჩეჩილაძე: ხალხი ვინც აგრესიულად არის განწყობილი, ვინც იმუქრება და იძახის, რომ ცეცხლს წაგიკიდებთ და გაგჟლიტავთო, მაგათ ყველას პოლიციაში ვუჩივლებთ, იმიტომ რომ, რაც არ უნდა გაღიზიანებულები იყვნენ, მათი მესიჯები ძალადობრივ ელემენტებს რომ შეიცავს ეგ ძაან ცუდია. რაც გვაქვს პრობლემა, რომ ყველა ყველას ვლანძღავთ ისევ მანდ მივდივართ.

- ხო მაგრამ, აქ საქმე იმაში იყო, რომ ხალხი, წმინდანი მეფის ამ ფორმით წარმოჩინებით გაღიზიანდა და ფრაზით „სამეფო კარი თამარში“ - ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

რაზე გაღიზიანდნენ? სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ ალბათ ყველამ ვიცით, იქ რომ არის დედოფალი სერსეი ლანისტერი, ჩვენც რომ ასეთი მაგარი დედოფალი გვყავდა საქართველოში დაახლოებით ეგ არის მაგ იდეის შინაარსი და სიტყვიერად მემგონი ერითმება „სამეფო კარის თამაში“ და „სამეფო კარი თამარში“ . სხვათაშორის, მეც ძაან მიყვარს თამარ მეფე და ეს ექსტრემისტული ეროვნული გამოხტომები რომ აქვთ ძალიან უადგილოა.

- იუნა შაფათავას განცხადებაზე რა კომენტარს გააკეთებდით? მან თქვა, რომ ეს მეტისმეტი იყო და გაგაკრიტიკათ...

მე იუნასი ძალიან გამიკვირდა მართლა ოღონდ. (იუნას კოემენტარი იხ: ბმულზე) და რაც შეეხება მის ნათქვამს, რომ ბოზები რა ცოტა გვყავს საქართველოში ის რომ დაეხატათო არ არის პრობლემა მაგაზეც, ისურვონ და დავახატავთ (იცინის). რატომ გონიათ, რომ თამარი და მეფეები, თუნდაც წმინდანები მარტო მაგათი საკუთრებაა ვერ ვხდები. ამათ რა პრეზერვატივი და სექსი რა გონიათ, რამე დანაშაულია? მერე რა რომ თამარი ახატია.

- აპირებთ თუ არა ახლო მომავალში კიდევ ახალ პროვოკაციას, რაც საზოგადოებას კვლავ გააოცებს?

კი ყოველ დღესასწაულზე ახალ კოლექციას გამოვუშვებთ, აი „აღდგომა“ მოდის და სააღდგომოდ გვაქვს კიდევ გეგმაში რამე თემატური რომ გამოვუშვათ.

- დაიცა სააღდგომოდ მართლა ახალი ხაზი უნდა გააკეთოთ?

ხო აუცილებლად აბა რა..

- სავარაუდოდ სრულიად „მართლმადიდებელი“ ერი აღდგება და ეს გაღიზიანებას გამოიწვევს, ამის არ გეშინიათ?

საზოგადოებას არასოდეს არაფერი მოსწონს და სულ პოულობენ გასალანძღ მიზეზს, რა ვქნა ახლა, მაგათი შემხედვარე, მაშნ არაფერი უნდა გააკეთო. თან სრულიად ერის ა“ღ“დგომას რაც შეეხება, ამ ამბავში თუ არ ა“ღ“სდგა ისე არაფერი გამოდის, თუ ა“ღ“მდგარი და ამდგარი არ არის ისე პრეზერვატივსაც ვერ გამოიყენებ. რამე თემატური ამაზე შეიძლება მოვიფიქროთ. ისე მეც ქრისტიანი მართლმადიდებელი ვარ და არ მინდა ხალხმა ეს ხუმრობები სერიოზულად არ აღიქვას. თუმცა არსებობს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც ჩვეულებრივად იღებს ჩვენს ხუმრობებს და დადებითადაც აფასებს. ამიტომ ტყუილა კაკანებენ. უნდა იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა მარტო მაგათი არ არის.

პ.ს. სხვათაშორის, ჩვენ საპრეზიდენტი არჩევნებისთვის ვაპირებთ საინტერესო ხაზი გამოვუშვათ, ამიტომ დაელოდეთ, წინ ბევრი სიურპრიზი გელით.

კომენტარი