ქეთევან ქემოკლიძე - პირველი ქართველი მადრიდის ცარცუელას თეატრში

მადრიდის ცარცუელას თეატრში პირველად 90 წლის შემდეგ გაჟღერდა რუპერტო ჩაპის “ქარიშხალი” სადაც მთავარი პარტია შეასრულა მსოფლიოს სცენებზე წარმატებით მოღვაწე ქართველმა მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ. ესპანურმა პრესამ ქართველი მომღერლის ამ საპასუხისმგებლო დებიუტს ტრიუმფალური უწოდა.

ქეთევან ქემოკლიძე პირველი ქართველია, რომელიც წარსდგა მადრიდის ცარცუელას თეატრის სცენაზე. მას პარტინიორობას უწევდნენ მსოფლიოში ცნობილი ესპანელი მომღერლები: კარლოს ალვარესი, ხოსე ბროსი, მარიონა კანტარერო და სხვა. სადირიჟორო პულტთან იდგა ცნობილი ახლგაზრდა ესპანელი დირიჟორი გულიელმო გარსია კალვო. სპექტაკლს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ლეგენდარულმა ესპანელმა მსახიობმა ხუან ეჩანოვემ ნარატორის როლში. ქეთევან ქემოკლიძე მადრიდში დაბრუნდება 2019 წელს უკვე მეოთხეჯერ რეალის თეატრში.


კომენტარი