კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - 2018

23 თებერვალს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compaqt) საქართველოს ქსელის ინიციატივით, „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - 2018“-ის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას, კლუბისა და გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი კომპანიების თანამშრომლების გარდა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში, ჯილდოს პროექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის სტუმრებისთვის მიწოდებასთან ერთად, 23 წარდგენილი პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს და დააჯილდოვებს 3 გამარჯვებულ კომპანიას, შემდეგ კატეგორიებში:


ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი;



გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი;



წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.



ჯილდოს კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას. პროექტმა სტარტი 2017 წლის ოქტომბერში აიღო და მასში 17-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო ბიზნესკომპანიამ მიიღო მონაწილეობა.


კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი 2015 წელს, თბილისში დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას და კომპანია ჯეპრას ინიციატივით. კლუბი ამჟამად 80-მდე კომპანიას და ორგანიზაციას აერთიანებს. მისი მიზანია საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთვრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადამიურ დაწესებულებები არიან. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს სიდა წარმოადგენს. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

კომენტარი