სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის განცხადება ტვ პირველისა და ტვ იბერიას შესახებ

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების მიერ ტვ პირველსა და ტვ იბერიაზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის გამო.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებს, საელჩოებსა და წარმომადგენლობებს, დაინტერესდნენ დამოუკიდებელ ტელეკომპანიებში მიმდინარე პროცესებით, რათა თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების სავარაუდო სურვილი - განახორციელოს ცენზურა და შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა.

სრულ თანადგომას ვუცხადებთ ტვ პირველისა და ტვ იბერიას თანამშრომლებს და გვჯერა რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ დავიცათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც როგორც ჩანს, კვლავ ემუქრება საფრთხე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100