სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა დატვრითვა აქვს ჯეიმს ბლატისთვის ჰიტადგცეულ You’re beautiful”?

ჯეიმს ბლანტის ცნობილი ჰიტისYou’re beautiful” შესახებ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება არსებობს. სიმღერამ დიდი წარმატება მოუტანა მომღერალს. ჰიტადქცეული „You’re beautiful” ბლანტის რიგით მესამე სიმღერაა, რომელმაც რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. მის ამ არაჩვეულებრივ ჰიტს წვეულებებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დღემდე უკრავენ. სწორედ, მისი საშუალებით, ჯეიმსის ალბომი დეკადის საუკეთესოდ გაყიდვად ალბომად დასახელდა.

მომღერლისთვის ამ სიმღერას სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს. მან ის ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა. კლიპში აღბეჭდილია თვითმკვლელობის მცდელობა იაპონური ტრადიციების მიხედვით. კლიპის ბოლოს კი მომღერალი წყალში ხტება იმის გამოსახატავად, რომ მას აღარ შეუძლია შეყვარებულის გარეშე ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჰიტი მისი რჩეული შემოქმედება არ არის, მან განაცხადა, რომ არ შეწყვეტს მის შესრულებას კონცერტებზე, რადგან ეს მისი თაყვანისმცემლების საყვარელი სიმღერაა და იგი დიდ პატივს სცემს თავის გულშემატკივრებს.

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოში 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც ქვეყანას Black Pearl Live მოწვევით ესტუმრება. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინო ყველა მათ საყვარელ ჰიტს, მისი ბოლო სინგლის “Love Me Better“-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100