სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ნაწარმი საერთაშორისო ქსელური მარკეტინგის ინდუსტრიაში მოხვდება

ქართული ნაწარმი, მსოფლიოს მასშტაბით, 14 მილიონზე მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ინიციატივა საერთაშორისო პირდაპირი გაყიდვების კომპანია QNET-ს ეკუთვნის, რომელიც საქართველოში 2012 წელს შემოვიდა და აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და QNET-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს 24 იანვარს, სასტუმრო რედისონში გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდეს.

კომპანია გეგმავს, რომ იმ პროდუქტებთან ერთად, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, QNET-ის 14 მილიონი დამოუკიდებელი პარტნიორი მოიხმარს, შესაძლებელი გახდეს ქართული ნაწარმის ონლაინ-გაყიდვაც.

კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, კონკრეტულად რა პროდუქტს შეთავაზებენ მომხმარებლებსა და მის დამოუკიდებელ ბიზნეს-პარტნიორებს, თუმცა ამბობენ, რომ გამოცხადდება კონკურსი, სადაც ნებისმიერ ქართველ მეწარმეს, შესაძლებლობა ექნება საკუთარი პროდუქტის შეთავაზება.
გარდა ამისა, კომპანია გეგმავს საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, წინ წამოწიოს და სასტუმროების ბიზნესს ხელი შეუწყოს. ამ დროისთვის, კომპანიის დამოუკიდებელ წარმომადგენლებს, საგზურის შეძენის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ შემდეგ სასტუმროებში: „ბორჯომის რიქსოსი“ კაჭრეთში „ამბასადორი“ და თბილისში „ციტრუსი“. ხელმძღვანელობა აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში, ხელშეკრულებას გააფორმებენ ბათუმსა და კახეთში ერთ-ერთი მაღალი დონის სასტუმროსთან.

საერთაშორისო კომპანია Q NET-ის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს და 25-ზე მეტ ქვეყანაში სააგენტოები აქვს. საქართველოში Q NET 2014 წლიდან დაფუძნდა და ბაზაში დაახლოებით 20 000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, რომელმაც კომპანიის პროდუქცია შეიძინა.

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ კომპანიის ბიზნეს-პარტნიორი გახდეს, ან ისარგებლოს პირდაპირი გაყიდვებით და გამოიმუშაოს თანხა, რეგისტრაციისთვის ფიქსირებული თანხის, 30 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას პროდუქტის შეძენა ლექტრონულად და იმ ბიზნეს-წილის გამომუშავება, რომელსაც Q NET მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ მსურველს სთავაზობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100