"მოვყევი მეხვარდნაში, ჩემმა ქოლგამაც მიიღო განმუხტვა ცალი ხელი გამიჩერდა" - ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

გუშინ ინტენსიურად გავრცელებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენით, ბათუმში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, აღინიშნა სეტყვა და ძლიერი ქარი, რასაც თან დაერთო ნახევარი საათის მანძილზე ძლიერი ელჭექი.

რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო ინტერნეტ კავშირი. ბათუმის აეროპორტში დილისთვის გადაიდო ფრენები.

აი, რას ყვება დრონი.ჯი-სთან საუბარში ბათუმელი ჟურნალისტი კობა ფარტენაძე: "სანამ თქვენთვის ვწერდი გაფრთხილებას, მე მოვყევი მეხვარდნაში და სეტყვაში. მეხი 2 ჯერ ჩამოვარდა სანაპიროზე. ჩემმა ქოლგამაც მიიღო განმუხტვა ცალი ხელი გამიჩერდა, ბევრს გადაუწვა კომპიუტერები, ზოგან დააზინა განათების ბოძები. ძლიერი ელჭექი ღამის მანძილზე რამდენჯერმე განმეორდა".

კომენტარი