სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როგორ მწყდება გული, რომ მისი წარმატებები საქართველომ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგო" - ნახეთ რას წერენ ამერიკაში გარდაცვლილ ქართველ ექიმზე

"როგორ მწყდება გული, რომ მისი წარმატებები საქართველომ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგო. სრულიად მარტომ მიაღწია ყველაფერს. ამერიკული წარმატების კვალდაკვალ დათოს საქართველოზე არასდროს შეუწყვეტია ფიქრი, უნდოდა მისი ცოდნის სამშობლოსვის გაზიარება. უხაროდა რომ მისი სამშობლო 15 წლის წინანდელ საქართველოს აღარ გავდა. სანამ ექიმის ლიცენზიას აიღებდა მომზადების რამდენიმე თვიანი ურთულესი ეტაპი გაიარა, მაგრამ სირთულეების არ ეშინოდა, მის მეტი ვინ შეძლებდა ჰუმანიტარული სწავლებიდან სამედიცინო სფეროში წასულიყო. კიდევ რა მოგიყვეთ ჩვენს დავითზე ოჯახი მისთვის უპირველესი იყო. მეგობრებსაც დიდი ადგილი გვეკავა მის გულში წლები ვერ ვნახულობდით, მაგრამ არაფრით გვაძლევდა მეგობრობის გაციების უფლებას. მოგვენატრები და არ ვიცით როგორ დავუდგეთ შენს ოჯახს და ნატალიას გვერდით", - წერს გარდაცვლილის მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა.
დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა. პოლიციამ ორი მოკლული ხუთშაბათს აღმოაჩინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დავით კანდელაკი პროფესიით ექიმია, ის ამერიკის მოქალაქეა და მას ცოლი და პატარა ტყუპები დარჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100