სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე-7 პაციენტს დაუდგინდა საფრანგეთში, რომ ბავშვებს ქიმიოთერაპია შეცდომით დაუნიშნეს" - იაშვილის კლინიკის პასუხი აღშფოთებულ საზოგადოებას

„არ ენდოთ იაშვილის კლინიკას. დღეს მე-7 პაციენტს დაუდგინდა საფრანგეთში, რომ ბავშვებს ქიმიოთერაპია შეცდომით დაუნიშნეს“- იურისტ სულა სულაშვილის ამ სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ფეისბუქზე მას ბევრგან ნახავთ.

დრონი.ჯი შეეცადა გაერკვია თუ რა ხდება სინამდვილეში და რას ამბობენ თავად იაშვილის კლინიკაში, ამიტომ ჩვენ საავადმყოფოს დავუკავშირდით.

აი, როგორია კლინიკის პოზიცია: უარგუმენტოდ, როცა არ გაქვს დასახელებული არცერთი კონკრეტული შემთხვევა და ამხელა რაღაცას აბრალებ კლინიკას ეს არის გაუმართლებელი და ძალიან არასწორი. როცა ამ სტატუსს აზიარებენ თვით ცნობილი ადამიანებიც, ისე რომ არც კითხულობენ სწორია თუ მართალი აღნიშნული ინფორმაცია ესეც არასწორია. სახელი და გვარი მითხარით, კონკრეტულად რომელ პაციენტზეა საუბარი და მე ყველაფერს გაგაცნობით ამ პაციენტზე. მე, პირადად მივწერე ამ სტატუსის ავტორს, რომელმაც სოციალურ ქსელში აღნიშნული სიცრუე გაავრცელა და ის არ მპასუხობს, გამცეს პასუხი, ამოვუღებ ისტორიას დეტალურად. პოსტები, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელში არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ადამიანების პოსტები, უპასუხისმგებლოდ დაშეარებული. როდესაც ასეთი რამ იწერება, რა მოხდა კონკრეტულად არავინ კითხულობს და უბრალოდ აქვეყნებენ, რაც არასწორია. დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება და ტირაჟირება ეთიკურად დამეთანხმებით რომ არასწორია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100