სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

SA Organization-ის ორგანიზებით საქართველოს ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” ეწვევა

კომპანია SA Organization-ის ორგანიზებით ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” საქართველოში გასტროლს გამართავს. წარმოდგენები 13-14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში და 16-17 დეკემბერს თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მოეწყობა.

„SA Organization“ საუკეთესოდ ასრულებს საკუთარ საქმიანობას და სწორედ საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით დაიმკვიდრა თავისი ნიშა. Selahattin Atalay-ს მიერ დაარსებულმა ორგანიზაციამ ამ 20 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში წარმატებით განახორციელა 200-ზე მეტი დიდი საკონცერტო პროექტები. კერძოდ, კომპანიამ უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსი და სხვა ქვეყნებში დაუვიწყარი საკონცერტო პროექტები განახორციელა, ისეთი ცნობილი შემსრულებლებისათვის, როგორებიც არიან: İbrahim Tatlıses, Nilufer, Ajda Pekkan, Alişan, İngrid Alberini, İmagination, Anna Marria, Ruslana, Kayahan, Rafet El Roman, Grigori Leops, Kenan Dogulu, “Tararam”, “Shaman”, Celtic Legends და ა.შ.

„თითოეული კონცერტისა და ფესტივალის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ წარდგენილ შოუზე, არამედ კონცერტის დაგეგმვაზეც. დეკორაციები, ხმის ხარიერთი ადამიანი ვერ შექმნის კონცერტის ორგანიზებისთვის პირობებს. გასაკეთებლად საჭიროა პროფესიონალი გუნდი. ყველა თავის საქმეზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, რადგან ბევრი მუშაობაა საჭირო. საუკეთესო შედეგების მისაღწევად კი აუცილებელია, დაგეგმილი სამუშაოების ზედმიწვენით შშესრულება. "SA Organization“-მა წარმატებული კონცერტების ყველა საიდუმლო იცის,“ - კომპანია „SA Organization“-ის წარმატებულ საქმიანობაზე გვესაუბრება პროექტის ხელმძღვანელი სელაჰატინ ატალაი.

„ანატოლიის ცეცხლი“ კი ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სცენებსა და აქტივობებში მიუღია მონაწილეობა. ეს არის ჯგუფი, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.

“ანატოლიის ცეცხლი” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120 მოცეკვავეს აერთიანებს. ჯგუფი მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო სცენებსა და არენებზე იყო წარმოდგენილი. კონცერტები მსოფლიოს 97 ქვეყანაში გაიმართა და დღემდე მათი შოუ 40 მილიონმა მაყურებელმა ნახა. პროექტი სხვადასხვა რეგიონიდან ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას აერთიანებს, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. „ანატოლიის ცეცხლი“ უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს ადგილს გინესის რეკორდების წიგნში: პირველი - ყველაზე სწრაფი ერთწუთიანი ნომერი, რომელშიც 241 საცეკვაო ილეთი შესრულდა და მეორე - ყველაზე მრავალრიცხოვანი აუდიტორია - 400 000 მაყურებელი ერთ წარმოდგენაზე. ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.

https://biletebi.ge/fire-of-anatolia/anatoliis-tsetskhli-fire-of-anatolia

https://tkt.ge/ka/event/anatoliis-ceckhli-91247

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100