სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამ უბედურებას შეეწირა ჩემი უსაყვარლესი ბიჭები, ბექა და გიო"

ბათუმშ, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარ ტრაგედიას 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწინა. ხანძარმა იმსხვერპლა სტიქაროსანი მეგობრები ბექა შატაკიშვილი და გიორგი მორთულაძე. "დრონი.ჯი" გარდაცვლილი ბიჭების ახლობლების პოსტებს ავრცელებს:

"მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო ამ უდიდეს ტრაგედიას, რაც მოხდა ლეოგრანდში. ამ უბედურებას შეეწირა ჩემი უსაყვარლესი ბიჭები, ბექა და გიო. ბექას უკვე დიდი ხანია ვიცნობდი და ვიცი როგორი ადამიანიც იყო, როგორი გული ქონდა მას, როგორი ღვთივსათნო სულის პატრონი იყო, ხოლო გიო სულ რაღაც 2 თვეა რაც ვიცნობდი და ამ ორ თვეში ისე გავიცანი მეგონა რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი, ის იყო ყველანაირად გულკეთილი, ყველანაირად გვერდში ამომდგომი ადამიანი, გვერდი-გვერდ გვეძინა,ერთი თეფშიდან ვჭამდით და ერთმანეთს ვედექით გვერდში, მისი ამქვეყნიდან გასვლა ისევე როგორც ბექასი ძალზედ მოულოდნელი იყო, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ აღარ არიან, გიოს ძალიან ბევრი გეგმები ქონდა სამომავლად რამდენი რაღაცის გაკეთება უნდოდა მაგრამ არ დასცალდა ამ ავბედითობამ შეიწირა ის, მახსოვს იმ დილით მე გავაღვიძე გიო ბიჯო ადექი გარეთ ნახე რა მაგრად თოვსთქო და რაგინდა დამაძინე ერთი თუ ძმახარო და დაიძინა, დღეს კი უკვე სამარადისოოდ ძინავს მას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სული, მე მჯერა ღვთის მოწყალები და მჯერა იმისიც რომ ის ბიჭები გმირულად, სხვის გადასარჩენად დაიღუპნენ, ღვთის ნებით ისინი დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს და იქიდან შეგვეწევიან ჩვენ, და თქვენ მოგიწოდებთ რომ არცერთი ამქვეყნად გატარებული წუთი არ დაკარგოთ ფუჭად, დღეს ვართ ხვალ კი არ ვიქნებით, ეს ამბავი კი ამის ერთერთი მაგალითია, ქართულ ენაზე ყველაზე კარგად არის გამოხატული ამქვეყნიური ცხოვრება რასაც ქვია "წუთისოფელი", მართლად წუთია ჩვენი ცხოცრება და იცხოვრეთ ისე თითქოს ყოველი დღე ბოლოა, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები და ჩვენ დიდხანს გვაცოცხლოს რომ მათი და ჩვენი სულებიც გვეცხონებინოს, ამინ!"

"ბიჭებო, მიყვარხართ. თქვენთან ურთიერთობის ყოველი წამი ჩემს სულში ოქროს ასოებით დაწერილ ისტორიად მექნება... უთქვენოდ წუთისოფელს თვალი გავუსწორო გამიჭირდება...
წირვაზე ვიდექი ჩემი სულიერი ძმა სტიქაროსანი ნიკიტა გარდაიცვალა, იმ ღამით ხანძარზე საუბრობდა ხალხი წირვის დროს და რა მეგონა რომ კიდევ 2 ჩემი ტკბილი სტიქაროსანი ძმები და მეგობრებიც დამტოვებდით..."


"ეს ბათუმის ხანძრის დროს დაღუპული ბექა შატაკიშვილია, როცა ბექა ცეცხლმოკდებულ შენობიდან ვერ გამოდიოდა, მან დედას დაურეკა და უთხრა: ვკვდები და შენდობას ვითხოვ ყველაფრისთვის-ო.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. გული მეგლიჯება რომ გიყურებ ბექუნა".

"ვიღაც შუშის გატეხვას ცდილობდა და ვერ შეძლოო...

შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი და ალბათ, ჭეშმარიტად მორწმუნესაც გაუჭირდება გული არ ეწვოდეს იმ იმედით, რომ ის აქ აღარაა, მაგრამ ღმერთთანაა ბედნიერი.
ეგ არაფერი-მეთქი კი დავწერე, მარა მასე მარტივად კიარაა საქმე, ტაძარში პატარებმა გავიცანით ერთმანეთი და მას მერე ერთად გავიზარდეთ, სულ მაქებდი, ხოდა ახლა ხედავ როგორიც ვარ სინამდვილეში და კი მრცხვენია ცოტა შენი, მაგრამ ისე ვილოცებ, როგორც შევძლებ.
სამაგიეროდ იმასაც ხედავ, როგორ მიყვარხარ, ჩემი იმედი იყავი აქ და მაქ რომ ხარ ორმაგად მეიმედები, მაგალითი ხარ იმისა როგორი უნდა ვიყო, ყოველთვის გავიხსენებ როგორი საოცრი იყავი და შევეცდები დაგემსგავსო".


"შენი დედიკო ცუდადაა გესმის? უშენობა გვიჭირს ბეექუუ, შენხომ ყველაზე კეთილი იყავი, დღეს ხომ გნახე, ისევ ისეთი იყავი როგორიც აქამდე მახსოვდი თვალები გეხუჭა. მეგონა რომ გეძინა. შოკირებული ვარ მეშინოდა შენი დანახვის მეშინოდა რომ სიმართლე იქნებოდა. არ მინდა დავიჯერო. საუკეთესო იყავი, შენს დედიკოს ძალიან უყვარხარ და ჩვენ ყველას მოგვენატრები და არასდროს მიეცემი დავიწყებას".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100