„სტარტაპ დაზღვევა“ - თიბისი დაზღვევის და სტარტაპერის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს - „სტარტაპ დაზღვევას” სთავაზობს.

დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით, ასევე სპეციალური ფასდაკლებით ავტოდაზღვევის სერვისზე.

სტარტაპერები კომპანიის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევას თიბისი დაზღვევაში სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებ ფასად შეძლებენ.

ავტომობილის დაზღვევა აზღვევს შემდეგ რისკებს:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი
  • სტიქიური მოვლენები
  • საგნების დაცემა
  • ხანძარი, აფეთქება

ქონების დაზღვევა ბიზნესის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს და ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურებას 50 000 ლარის ფარგლებში.

პროდუქტით სარგებლობა სტარტაპერებისთვის თვეში მხოლოდ 25 ლარად არის შესაძლებელი.

ქონების დაზღვევა მოიცავს:

  • რემონტს და მოპირკეთებას
  • სასაწყობე მარაგების დაზღვევას
  • მანქანა -დანადგარების დაზღვევას
  • პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირის წინაშე
  • დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევას

„სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლის წინ.

„სტარტაპ დაზღვევით“ სარგებლობისთვის განაცხადის შევსება უკვე შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე www.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტარტაპერებისთვის შეთავაზებულ სადაზღვევო პროდუქტების შესახებ.

კომენტარი