სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქედაში მოძრავი მოკროავტობუსიდან ბავშვები გადმოვარდნენ

ორი დღის წინ ქედის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრავ მიკროავტობუსში მსხდომმა ბავშვებმა კარი გააღეს და გადმოვარდნენ. დაშავებულ ბავშვებს პირველადი სამედიცინო დახმარება ქედის სამედიცინო ცენტრში გაუწიეს. მოგვიანებით კი ბავშვები ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული ბავშვებიდან სამი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ორ ტვინის შერყევა აქვს მიღებული, ხოლო მესამე დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. საერთო ჯამში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100