გორში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვნეს

გორში კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე, მოქალაქე საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც გულმკერდის არეში ჭრილობა აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელია, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერჯერობით არ დასტურდება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი