სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში, გზაზე ქვეითად მიმავალ მოზარდს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.

არსებული ინფორმაციით, გზაზე ქვეითად მიმავალ მოზარდს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მოზარდს ფეხები აქვს მოტეხილი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100