მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტში" მამაკაცი გარდაიცვალა

დღეს საღამოს მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტში" შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მან თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

კომენტარი