სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"2 დღეა მინდა რაღაცა დავწერო და ვერ შემიძლია" - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ემოციური პოსტი

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლე ლევან შანიძე სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს გარდაცვლილ მეუღლეზე, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"ლიკა... ლიკა... ლიკა...2 დღეა მინდა რაღაცა დავწერო და ვერ შემიძლია...
("გრამატიკოსებს" ძალიან ვთხოვ "ვერ"-ს "არ"-ზე ნუ შემისწორებთ...)
მტკივა გულის ყუნწამდე და წკიპამდე და კიდევ უფრო იქით...... ამ წამს კი მომინდა სულ ის მეთქვა მხოლოდ, რომ ...
მე ცხოვრებაში უფრო მომხიბვლელი ქალბატონი არ შემხვედრია...
თანაც ყველაფრით...
არსებობენ ქალები, რომლისაც შურთ, მაგრამ...
ლიკა ისეთი იყო, რომ მისი მართლა არავის შურდა...
ძალიან შურიანებსაც კი ...
ეს შეუძლებელი იყო...
ის შურს მიღმა იდგა...
იმდენად თავმდაბალი იყო,
იმდენად უამბიციო და გულწრფელი...
პირდაპირი და ბოლომდე გახსნილი...
აბსოლუტურად დაუცველი...
სავარაუდოდ, ზედმეტად...
ის მართლა პეპელასავით იყო...
ფაქიზი... ჰაეროვანი... შესანიშნავი...
ადრე თბილისი ასეთ ქალბატონებს ეფერებოდა და
იცავდა...
ჩვენ ვერ დავიცავით...
სამწუხაროა..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100