სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“შატო მუხრანში” რთველი გაიმართა

2017 წლის 1 ოქტომბერს, “შატო მუხრანმა” ქართველ და უხოელ სტუმრებს საზეიმოდ უმასპინძლა. ივანე მუხრანბატონის ისტორიულ მამულში, 1878 წლიდან დამკვიდრებულმა ტრადიციამ სტუმრებს წელსაც ულამაზესი დღესასწაული მოუმზადა; ისე როგორც საუკუნენახევრის წინათ, ახლაც, მამულის პომპეზური გარემოს ინსპირაციამ, ამ დღისთვის შექმნილმა, ქართულ-ფრანგული ხასიათით გაჯერებულმა დეკორმა და გრანდიოზულმა ინსტალაციებმა მნახველებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეუქმნა.

ღონისძიება ყურძნის კრეფით და მოსავლის ორსაუკუნოვან საწნახელში დაწურვით დაიწყო და უამრავი საინტერესო აქტივობით გაგრძელდა.

სასახლის წინ მდებარე ტყე-პარკში სტუმრებს “შატო მუხრანის” პრემიალური ღვინის სახეობების დეგუსტაცია და საინტერესო გასართობითი და შემეცნებითი პროგრამა შესთავაზა.

საზეიმო ვითარებაში დაანონსდა მუხრანბატონის უნიკალური სასახლის ინტერიერის აღდგენითი სამუშაოების დაწყებაც, რითიც დაგვირგვინდება მუხრანბატონის სასახლის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის აღდგენის უნიკალური პროცესი, რომელსაც ბიზნესმენებმა: მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ფრედერიკ პოლსენმა 2002 წელს ჩაუყარეს საფუძველი. პროექტის ფარგლებში უკვე აღდგა ვენახები, ღვინის საწარმო, მიწისქვეშა მარნები, სასახლის გარე ფასადი და ეზო, რაც ისე როგორც საუკუნენახევრის წინათ, ახლაც ქართულ სამეურნეო, კულტურულ და შემეცნებით საქმეებს ემსახურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100