სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოფენა „ვახტანგ ჭაბუკიანი და საბალეტო პარტნიორები“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე გამოფენა „ვახტანგ ჭაბუკიანი და საბალეტო პარტნიორები“, ექსპოზიცია მსოფლიო ბალეტის დღეს ეძღვნება და 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის ფონდში დაცული ის იშვიათი ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებიც ბალეტის მსოფლიო მნიშვნელობის რეფორმატორისა და დიდი ბალეტმაისტერის- ვახტანგ ჭაბუკიანის და ბალეტის ცნობილ მოცეკვავეთა სასცენო მოღვაწეობას ასახავს.

გამოფენაზე დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ იხილონ ვახტანგ ჭაბუკიანის ფოტოები ვერა წიგნაძესთან, ელენე ჩიკვაიძესთან, მაია პლისეცკაიასთან, გალინა ულანოვასთან, ტატიანა ვეჩესლოვასთან, ნატალია დუდინსკაიასთან, რაისა სტრუჩკოვასთან, მარია გოტლიბთან, ირინა ალექსიძესთან, ლილი გვარამაძესთან, ეთერ ფაღავასთან, ლილიანა მითაიშვილთან, ელენე ლუკომანთან, ეთერ ჭაბუკიანთან, ირინე ჯანდიერთან, ალა ოსიპენკოსთან, ივეტ შოვირესთან, ოლგა ლეპეშინსკაიასთან, ალა შელესტთან და მარინა სემიონოვათან.

გამოფენის ფარგლებში ნაჩვენები იქნება საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი და უცნობი ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია ვახტანგ ჭაბუკიანის ცეკვა პარტნიორებთან და ასევე ის საცეკვაო ნომრები, რომლებიც ბატონმა ვახტანგმა მისი სასცენო პარტნიორებისათვის დადგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100