სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"грузинчики жареные" - ამ სახელწოდების ხორციანი რულეტები მურმანსკში იყიდება

მურმანსკის ოლქის გამომძიებლები, ადგილობრივი მოქალაქის მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების შემდეგ დაინტერესდნენ, არის თუ არა ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების ნიშნები ხორციანი რულეტების იმ დასახელებაში, რომელიც მურმანსკის ერთ-ერთ სუპერმარკეტში იყიდება და "грузинчики жареные" ჰქვია.

„ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია და, მგონი, არც რუსეთის მასშტაბით დაფიქსირებულა არსად“, - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მურმანსკის ოლქის უფროსის თანაშემწე, ვადიმ ზინატულინი. მისი თქმით, პოლიციაში განცხადება სევერომორსკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა შეიტანა, რომელიც თვითონაც ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს. ნახევარფაბრიკატების განყოფილებაში მას თვალში მოხვდა წარწერა ხორციანი რულეტის შეფუთვაზე: "грузинчики жареные". იგი ერთ ერთ ადგილობრივ სუპერმარკეტში იყიდებოდა და 100 გრამი 30 რუბლი ღირდა.

ქართველი ეროვნების მამაკაცმა სუპერმარკეტის ადმინისტრაციას სთხოვა, ეს პროდუქტი გაყიდვიდან ამოეღო, თუმცა, მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს, რის შემდეგაც მომხმარებელმა ოფიციალური განცხადების დაწერა გადაწყვიტა.

„საქმე ის გახლავთ, რომ რულეტის სახელწიდება არ არის სუპერმარკეტის ადმინისტრაციის მიერ მოფიქრებული. ასეთი დელიკატესი ნამდვილად არსებობს და ქართული ეროვნული კერძების დასახელებაში შედის“, - ამბობს ზინატულინი.

ინტერნეტის საძიებო სისტემები მოთხოვნაზე "грузинчики" მართლაც პოულობენ ამ დასახელების დელიკატესის რამდენიმე რეცეპტს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100