სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში ოთხ ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა - გარდაცვლილია 27 წლის მამაკაცი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. საბაგიროსთან ქვეითად მოსირულე 4 ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდა, 27 წლის ბიჭი, რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. მეორე დაშავებულს კი ოპერაცია ჩაუტარდა და უცნობია როგორ მდგომარეობაშია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე არავინაა. მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზის სამუშაოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100