კახეთში ავტოავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

საგარეჯოში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ქალს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად 50-წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამმა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი