სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მირიან ქათამაძე: ქობულეთი ახალი გამოწვევების წინაშე დადგება, რასაც გაბედული იდეები და პროფესიონალების გუნდი სჭირდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქარველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი, მირიან ქათამაძე, აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენას მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ნდობის გამოცხადება მშობლიური მუნიციპალიტეტის წინაში დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

როგორც ქათამაძემ ჟურნალისტებს ბათუმში, საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა, ქობულეთი დადგება ახალი გამოწვევების წინაშე, რასაც გაბედული იდეები სჭირდება და რასაც ასევე გაბედული და კავალიფიციური ადამიანებისაგან დაკომპლექტებული გუნდი განახორციელებს.

„ჩემი ქობულეთელების მხარდაჭერით ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესი მაქსიმალურად შეუქცევადი გახდეს. ქობულეთი იქნება ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ როგორია „ძლიერი თვითმმართველობა, ძიერი საქართველოსთვის“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

მირიან ქათამაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100