სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

RC COLA - ს გათამაშების კიდევ ერთი იღბლიანი გამარჯვებული გამოვლენილია - მეორე ბინის მფლობელი 11 წლის საბა გლოველი გახდა.

როგორც თავად ამბობს ზედაზენის პროდუქციის ერთგული მომხმარებელია და გათამაშებაში ჩართვაც კამპანიის დაწყებისთანავე გადაწყვიტა. მისთვის მოგება, ბუნებრივია, ძალიან ემოციური აღმოჩნდა:

,,შესანიშნავი საჩუქარი მივიღე, RC COLA - ს ერთგული მომხმარებელი ვარ და ამ მოულოდნელმა მოგებამ ძალიან გამახარა. ჩემი პატარა დის, სამი თვის მარიამის ნათლობაზე შევიძინე ერთი ბოთლი RC COLA. მართალია, ქვეცნობიერად ვფიქრობდი, რომ შეიძლება გამიმართლოს თქო, მაგრამ ბინას თუ მოვიგებდი ნამდვილად არ ველოდი.

დიდი მადლობა ,,ზედაზენს’’ მიმაჩნია, რომ იგი საუკეთესო კომპანიაა.’’ - განაცხადა საბა გლოველმა.

,, 5 წლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე ს.ს. ,,ქართულმა ლუდის კომპანიამ’’ მომხამრებელს არაერთი საინტერესო პროექტი შესთავაზა. წამახალისებელი გათმაშება კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მოხარულები ვართ, რომ საბა ჩვენი პროდუქციის აქტიური მომხმარებელია“ - განაცხადა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

„იგრძენი ცხოვრების არსი“ – სწორედ ამ მესიჯით დაიწყო კომპანია ,,ზედაზენმა’’ 5 ივლისს უპრეცედენტო გათამაშება და საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცა შანსი, მარტივად ჩართულიყო კამპანიაში და გამხდარიყო სასურველი პრიზის მფლობელი.

Rc cola - ს გრანდიოზული გათამაშება ამით არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გათამაშებაშია - ბინა თბილისში, ყურსასმენები, მობილური ტელეფონები, ტელევიზორი და უამრავი ბოთლი RC COLA.

გათამაშებასთან დაკავშირებით, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: http://rccola.ge/ ან ეწვიეთ ვებგვერდს – www.rccola.ge
ასევე, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 591 59-73-73

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100