რუსეთის ვიზების მისაღებად გამარტივებული პირობები!

2016 წლის დასაწყისისათვის რუსეთმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის ზომები შემოიღო. თუ როგორ მუშაობს საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ვიზების მისაღებად გამარტივებული პირობები, ინტერვიუში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული, კომპანია Free Travel-ის სავიზო კონსულტანტი თამარ კახიანი მოგითხრობთ.

- რუსეთის ვიზის მიღება ძალიან რთული იყო, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ უახლოესი ნათესავების მიწვევით შეეძლოთ. 2015 წლის 23 დეკემბრიდან რუსეთმა გაამარტივა ვიზების გაფორმების წესები. კონკრეტულად, რა შეიცვალა უკეთესობისკენ?

ცვლილებები მეტად არსებითია. ახლა საქართველოს მოქალაქეს რუსეთში წასვლა ისეთი პირის მიწვევითაც შეუძლია, რომელიც მისი ნათესავი სულაც არ არის. ფორმდება კერძო ვიზები, ასევე საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები — ნებისმიერი ჯერადობისა, 1- ჯერადი, 2- ჯერადი და მრავალჯერადი გამოყენებით და 1 თვიდან 1 წლამდე ვიზის ხანგრძლივობით.

რუსეთის ვიზის მისაღებად აუცილებელი და მთავარი პირობაა გქონდეთ ოფიციალური მოწვევა გაცემული რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო სამსახურის მიერ. მოწვევის გარეშე რუსეთის ვიზა არ გაიცემა.

- როგორ მიმდინარეობს ვიზის მიღების პროცესი?

რუსეთში მუდმივად მცხოვრები ადგილობრივი თუ უცხოეთის მოქალაქე, შუამდგომლობით მიმართავს მოწვევის დასამზადებლად რუსეთის შსს-ს მიგრაციული სამსახურის განყოფილებას (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით).

მოწვევის დამზადება ხდება რუსეთის შსს-ს საიმიგრაციო სამსახურში დოკუმენტების წარდგენიდან 20 - 25 სამუშაო დღეში. ცალკეულ შემთხვევებში რუსეთის შსს-ს საიმიგრაციო სამსახურის მიერ ეს ვადა შესაძლებელია გახანგრძლივდეს სხვადასხვა მიზეზებით. დაჩქარებული წესით მოწვევის დამზადება არ ხდება. იგი შეიძლება იყოს ფურცელზე დატანილი ან ელექტრონული სახით. ფურცელზე დატანილი მოწვევის შემთხვევაში აუცილებელია ორიგინალი გამოეგზავნოს რუსეთიდან ვიზის მსურველს.

მიიღებს რა მოწვევას (ფურცელზე თუ ელექტრონული სახით), საქართველოს მოქალაქე საბუთების პაკეტის ჩასაბარებლად მიღებაზე უნდა ჩაეწეროს. ამის გაკეთება შესაძლებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდზე ან უშუალოდ ინტერესთა სექციის საკონსულო სამსახურში. პირმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პასპორტი. გარდა ზემოხსენებული მოწვევისა, საბუთები პაკეტში შედის: სავიზო აპლიკაცია (რომელიც უნდა შეივსოს ვებ.გვერდზე და ამოიბეჭდოს ორ ცალად) პასპორტი და სურათიანი გვერდის ასლი (პასპორტის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე რუსეთიდან გამოსვლის თარიღიდან), ორი ფოტოსურათი, ზომით 3х4, სამოგზაურო დაზღვევა, სავიზო მოსაკრებელი, საკონსულო მოქმედებათა აღრიცხვის ბარათი.

გაითვალისწინეთ, რომ საკონსულომ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება მოითხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა (ამონაწერი ბანკიდან, შემოსავლის ან დანაზოგის დამადასტურებელი ცნობები, შრომითი ხელშეკრულება, მოგზაურობის მიზნების ახსნა-განმარტება, ცნობა ნასამართლობის შესახებ და ა.შ.).

რუსეთის საკონსულოში გადასახდელი სავიზო მოსაკრებელი შეადგენს:
- 3 თვიანი 1-ჯერადი გამოყენების კერძო ან საქმიანი (ბიზნეს) ვიზისთვის - 60 $
- 3 თვიანი 2-ჯერადი გამოყენების კერძო ან საქმიანი (ბიზნეს) ვიზისთვის - 96 $
- 1 წლიანი მრავალჯერადი გამოყენების საქმიანი ( ბიზნეს ) ვიზისთვის - 180 $
- 1 წლიანი მრავალჯერადი გამოყენების მძღოლის (გადამზიდავის) ვიზისთვის - 180 $

როგორც უკვე ავღნიშნე ჩვეულებრივი ვიზის მისაღებად საკონსულოში საბუთების განხილვის პროცესის გაფორმება, თუკი გვსურს რომ ვიზა მივიღოთ ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში და მასზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახადი 60 აშშ დოლარს შეადგენს. სასწრაფო ვიზა ერთ ან ორ დღეში ფორმდება და გადასახადი 110 აშშ დოლარია. ერთწლიანი მრავალჯერად ვიზაზე სახელმწიფო ბაჟი შესაბამისად 180 და 310 დოლარს შეადგენს. თანხის გადახდა ადგილზე, ნაღდი ანგარიშწორებით ხდება და მხოლოდ ამერიკული დოლარის ვალუტაში.

- რა დოკუმენტებია საჭირო მოწვევის მოსამზადებლად?

როგორც უკვე ავღნიშნე მოწვევა შეიძლება იყოს:
- 3 თვიანი 1-ჯერადი გამოყენების კერძო ან საქმიანი (ბიზნეს) ვიზისთვის
- 3 თვიანი 2-ჯერადი გამოყენების კერძო ან საქმიანი (ბიზნეს) ვიზისთვის
- 1 წლიანი მრავალჯერადი გამოყენების საქმიანი (ბიზნეს) ვიზისთვის
- 1 წლიანი მრავალჯერადი გამოყენების მძღოლის (გადამზიდავის) ვიზისთვის

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ვიზა არ არის სამუშაო ვიზა და იგი არ გაძლევთ რუსეთში ლეგალურად მუშაობის უფლებას. ასევე, 1 წლიანი საქმიანი (ბიზნეს) ვიზა არ გაძლევთ საშუალებას 1 წლის განმავლობაში უწყვეტად იყოთ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ, ამ ვიზით 1 წლის განმავლობაში შეგიძლიათ მრავალჯერ გადაკვეთოთ რუსეთის საზღვარი საქმიანი (ბიზნეს) მიზნებით, იმ პირობით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ყოველი 180 დღის განმავლობაში.

მოწვევის მოსამზადებლად საჭიროა:
* პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს თქვენს მიერ რუსეთის ფედერაციიდან გამომგზავრების სავარაუდო თარიღის შემდგომი მინიმუმ 6 თვე (პასპორტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორ სუფთა გვერდს);
* პირადი მონაცემები (საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, და ა.შ.);
* ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან ცნობა მეწარმის შესახებ, ორგანიზაციის რეკვიზიტები (საქმიანი (ბიზნეს) ვიზის შემთხვევაში);
* შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა (მძღოლის ვიზის შემთხვევაში).

- რას სთავაზობს თქვენი კომპანია რუსეთის ვიზის მიღების მსურველებს?

შეგვიძლია გავუწიოთ სრული სავიზო მომსახურება:
* უფასო სატელეფონო კონსულტაცია
+995 599039922; +995 595479955; - მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში
+995 599479922; +995 595439955; - გრძელვადიანი ვიზის შემთხვევაში

* ხელშეკრულების საფუძველზე დავეხმაროთ მოწვევის მომზადებაში.
* სავიზო კონსულტაცია
* სავიზო აპლიკაციის შევსება
* საკონსულოში ონლაინ ჩაწერა
* ავიაბილეთის და სასტუმროს დაჯავშნა

- დამატებით კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?

უნდა გაითვალისწინოთ, რომ მართალია მოწვევა არის მთავარი დოკუმენტი ვიზის მისაღებად, მაგრამ იგი არ არის ვიზის აუცილებლად მიღების გარანტია, რადგან ვიზის გაცემაზე უარის მიზეზი შეიძლება იყოს: ნასამართლობა, მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევა, რუსეთში უვიზოდ ან ვადაგადაცილებით ყოფნა, ადმინისტრაციული ჯარიმები, სხვადასხვა დარღვევების გამო რუსეთიდან გამოძევება, დეპორტაცია, რუსეთისათვის მიუღებელ ორგანიზაციებთან სავარაუდო კავშირი და ა.შ. ვიზის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს რუსეთის ფედერაციის საკონსულო სამსახური მისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ინფორმაციის გათვალისწინებით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობიდან გამომდინარე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში:

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N175,
ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N38,
ან დაგვიკავშირდით:
მობილური: +995 599039922; +995 595479955; - მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში
მობილური: +995 599479922; +995 595439955; - გრძელვადიანი ვიზის შემთხვევაში

ვებ.გვერდი: www.FreeTravel.ge
ელ.ფოსტა: [email protected]; [email protected];
Skype: LTDFreeTravel
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/


კომენტარი