სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნების“ ლენტეხისმერობის კანდიდატი ბადრი ლიპარტელიანი იქნება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლენტეხისმერობის კანდიდატი ბადრი ლიპარტელიანი იქნება. ის მხარდამჭერებსმერობის დანარჩენ სამ კანდიდატთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.


როგორც ლიპარტელიანმა წარდგენის შემდეგ განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, უმუშევრობისა და ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას გეგმავს.


„ლენტეხის რაიონში უამრავი პრობლემაა. მინდა, რომ ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას გააჩნია, ხალხთან ერთადაღმოვფხვრა. მოსახლეობის მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.


პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.


ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100