სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცესკოს დამკვირვებელმა ლევან ბეჟაშვილს პოლიტიკური წარსული შეახსენა

ცესკოს დამკვირვებელმა უწყებათაშორისი კომისიის წევრმა დენის დავითაშვილმა ლევან ბეჟაშვილის ბრიფინგს „გაკოტრებული პოლიტიკოსის წინასაარჩევნო ხრიკები“ უწოდა, რომელსაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა უდევს სარჩულად.

ამის შესახებ, უწყებათაშორისი კომისიის წევრმა „პირველთან“ საუბარში აღნიშნა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ბეჟაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც დიღმის მასივში 67 არარსებული კორპუსია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ლევანს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი რომელი პარტიის წამომადგენელიც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. თავის დროზე, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო და რომელმაც ეს წესები შეადგინა, მაშინ ხმა არ ამოუღია. რასაც ქვია, დაუდგენელი მისამართები, არარსებული ამომრჩევლები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად იუსტიციის სამინისტროს ორი სიპი მუშაობს და ყველაფერი წესრიგშია. მოსახლეობისკენაა მიმართული მცდარი განცხადებების გაკეთება. მაშინ როდესაც დადასტურებული არ არის ეს ყველაფერი, უბრალოდ, სასაცილოა. და საერთოდ, ხარატიშვილები და ეს პარტიები შეხმატკბილებულად მოქმედებენ. მე როგორც ამ დარგში 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ადამიანი, ამ ყველაფერს გაკოტრებული პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ხრიკებს ვუწოდებ, რათა მოსახლეობა შეცდომაში შეყვანა მოხდეს“ - განაცხადა დენის დავითაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100