სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მშობლებმა 13 წლის ქალიშვილი წონაში მოულოდნელი მატების გამო ექიმთან მიიყვანეს და აღმოჩნდა, რომ...

შემთხვევა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მოხდა. 13 წლის ქალიშვილი მშობლებმა ექიმთან მიიყვანეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ გოგონა ზედმეტად სწრაფად იმატებდა წონაში და საჭირო იყო ენდოკრინოლოგის ჩარევა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანი 30 კვირის ორსული იყო.

გოგონამ მხოლოდ ამის შემდეგ უამბო მშობლებს, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. საქმეზე გამოძება დაიწყო და გაირკვა, რომ მოძალადე, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, დაზარალებულის მამის კოლეგა, შუა ხნის მამაკაცი იყო. დამნაშავე მალევე დააპატიმრეს და მან დანაშაული უკვე აღიარა.

არასრულწლოვანთან უკვე მუშაობს ფსიქოლოგი, რომელიც პოსტ ტრავმული სტრესის დაძლევაში ეხმარება და მომავალი მშობიარობის შესაძლო გართულებებისთვის ფსიქოლოგიურად ამზადებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100