სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთაწმინდაზე ცეცხლის, ჩაქრობაში, შესაძლოა ვერტმფრენი ჩაერთოს

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ წუთებში 40 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო მანქანა. თუმცა ცეცხლი მიუდგომელ ადგილზეა და შესაძლოა მის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოძახება გახდეს საჭირო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენ კვადრატულ მეტრზეა გაჩენილი ხანძარი. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე გამოჩნდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც, ასევე, ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში ბელინსკის ქუჩაზე მობილიზებულები იყვნენ შს სამინისტროს წარმომადგნლები.

ადგილზე ასევე იმყოფებიან ბელინსკის ქუჩის მცხოვრებლები. მათი ნაწილი შიშობს, რომ ცეცხლმა შესაძლოა დასახლებულ პუნქტებამდე ჩააღწიოს, რის გამოც შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ადგილობრივების დამშვიდებას ცდილობს საპატრულო პოლიცია. მათი თქმით, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100