სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტში ევროპის ჩემპიონი რუსი მოჭიდავის მკვლელობის ვიდეო გავრცელდა (+18)

ინტერნეტში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის, იური ვლასკოს მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ინციდენტი ბაიკალის სანაპიროზე სოფელ გორიაჩინკსთან მოხდა. ვიდეოზე ჩანს, რომ სპორტსმენს თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენეს. თავიდან ვლასკო ადგომას ცდილობდა, თუმცა რამდენიმე წუთში მიწაზე დაეცა. ორი ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ვლასკო 29 ივლისს მოკლეს. მეგობრები ცდილობდნენ ვლასკოს დახმარებოდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „დახმარება არავინ აღმოგვიჩინა. პოლიცია ექიმებს ელოდებოდა, სანაპირო სამსახური არ ჩაერია, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი მათი შენობის სიახლოვეს მოხდა. 20 წუთის შემდეგ მეგობრებმა მოჭიდავე თვითონ წაიყვანეს მანქანით,“- ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100