ეროვნული სკრინინგ ცენტრი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს

4-6 აგვისტოს, თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრი შპს “ჯორჯიან მანგანეზში” შემავალ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს.

ცენტრის სპეციალისტები ზესტაფონს თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი მამომობილით ეწვევიან და პაციენტების ნაწილს “ფერო-მედის” შენობაში, ნაწილს კი მამომობილში მიიღებენ

სპეციალისტები უფასო კვლევებს შემდეგი მიმართულებებით ჩაატარებენ:

• ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა;
• მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა;
• პროსტატის გამოკვლევა.

სკრინინგის პროგრამით, ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის ასაკის, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები – 25-დან 60 წლის, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები 50-დან 70 წლის, ხოლო პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის პირებს ჩაუტარდებათ.
აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 2000-მდე პირია დასაქმებული. ეროვნული სკრინინგ ცენტრი, გამოკვლევებს ეტაპობრივად ჩაატარებს და 500-მდე პაციენტს მოემსახურება.

კომენტარი