სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადების დღე

საუბრები ქართულ საგალობლებზე

2017 წლის 3 აგვისტო

დასაწყისი - 19:00

ღონისძიების მთავარი თემა - ზაქარია ფალიაშვილი და ქართული საგალობლები

ეთნომუსიკოლოგი დავით შუღლიაშვილი ისაუბრებს თემაზე - „ზ. ფალიაშვილი და ქართული გალობა“.

ეთნომუსიკოლოგი ნინო მახარაძე ისაუბრებს ფოლკლორისტულ მოღვაწეობაზე.

საღამოში მონაწილეობას მიიღებს ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლი "იალონი და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლები.

ქართულ სიმღერა-გალობაში ზაქარია ფალიაშვილის ღვაწლი ფასდაუდებელია. მას კარგად ესმოდა ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების მნიშვნელობა, რომელიც თავისი ღირებულებებით მსოფლიოს მუსიკის შედევრებს უტოლდება. სწორედ ამან განაპირობა კომპოზიტორის დიდი ინტერესი და ყურადღება მათ მიმართ. ფალიაშვილის მიერ შედგენილია „ქართული ხალხური სიმღერების კრებული“ და 8 ქართული სახალხო სიმღერა“. ეს უკანასკნელი კრებული, ფალიაშვილის, როგორც კომპოზიტორის მაღალი პროფესიული ოსტატობის ნიმუშია.

ხალხურ სიმღერებთან ერთად ზ. ფალიაშვილი მუშაობდა ქართული საეკლესიო საგალობლების დამუშავებაზეც. მან კომპოზიტორ იპოლიტოვ-ივანოვის მიერ კარბელაშვილებისაგან ჩაწერილი იოანე ოქროპირის წირვის წესის საგალობლები დრამატურგიულად ერთ ციკლად შეკრა, გადაამუშავა და ქართული სასულიერო მუსიკის პირველი საინტერესო საკონცერტო ნიმუში შექმნა, - „საეკლესიო საგალობლები იოანე ოქროპირის წირვის წესისა“ (ქართული ლიტურგია). აღსანიშნავია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნიმუში 1910 წლის შემდეგ საქართველოში არ შესრულებულა, 2010 წელს კი ვაშინგტონში პრესვიტერიანულ ტაძარში შესრულდა. საღამოზე ნაჩვენები იქნება იშვიათი ვიდეო საფონდო მასალა 2010 წლის ვაშინგტონის ჩანაწერებიდან.

დასაწყისი 19:00 სთ-ზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100