გორში მომხდარი ჩხუბის შედეგად 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა

გორში მომხდარი ჩხუბის შედეგად 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

მომხდარი ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივადჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.თ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზედააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1993წელს დაბადებულ მ.ს.-ს თავისა და სახის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარი