სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გველი იპოვეს, სახლში მხოლოდ მოზარდები იყვნენ, ცხელ ხაზში კი უთხრეს ღამე გამოძახეებზე არ გავდივართო

დაახლოებით ერთი საათის წინ ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელ სახლში გველი აღმოაჩინეს. ღნიშნული ინფორმაცია დრონი.ჯი-ს ერთ-ერთმა მეზობელმა მოაწოდა.
ადგილობრივის განცხადებით, სახლში მხოლოდ მოზარდები იყვნენ, რომლებიც პანიკაში ჩავარდნენ და მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ქუთაისის ცხელ ხაზში დაერეკათ და დახმარება ეთხოვათ. შეშინებულ და პანიაკში ჩავარდნილ მოზარდებს კი ასეთი პასუხი გასცეს ქუთაისის ცხელ ხაზში: "ჩვენ უკვე აღარ ვმუშაობთ, 6 საათის შემდეგ გამოძახებებზე აღარ გავდივართ და ვერაფრით დაგეხმარებით"შეშინებული მზოარდები ღამის 11-ის ნახევარზე მეზობლებში გავიდნენ და ყვირილი დაიწყეს. სწორედ ადგილობრივების დახმარებით მოხერხდა ქვეწარმავლის მოკვლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100