Art-გენი 2017 იწყება

ფესტივალი Art-გენი წელს, 10 ივლისს, სურამში ბაიანთხევის ტყე-პარკში რეგიონული ტურნეთი გაიხსნა, რომელიც შემდეგ მცხეთის ახალ ნავსადგურში გაგრძელდა.

Art-გენის თბილისის ტურს კი, 17-24 ივლისს, ტრდაციულად, ეთნოგრაფიულ მუზეუმიუმასპინძლებს. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.

პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში, 17 ივლისს, თბილისის ტურს მომღერალი სოფი ვილი გახსნის. 18 ივლისს Art-გენის სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool. 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერთან“ ერთად ;20 ივლისს - ჯგუფი „რეგიონი“; 21 ივლისს - ჯგუფი „ფრანი“. 22 ივლისს კი, Art-გენის სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს“ დაეთმობა; 23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძისა და „33ა“ - ს კონცერტი გაიმართება, ხოლო Art-გენი 2017 24 ივლისს სუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.

ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნებაქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. მათ შორის, გამოფენა „მე-19 საუკუნის ქართველთათვალით დანახული ევროპა“; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ. ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართულისამზარეულო.

Art-გენის მხარდამჭერი თიბისი ბანკი ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ ადამიანებს კონცერტების დაწყებამდე დროის საინტერესოდ გატარებას სთავაზობს. სპეციალურად მოწყობილ ზონებში გაიმართება გასართობი აქტივობები რაგბის თემაზე, იქნება ფოტოსტენდები, ხოლო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის #წერექართულად კუთხე მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის თამაშები გაიმართება.

ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე ფესტივალმა მთელი საქართველოსმასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვისპირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეშიწარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვისახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორულიანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას დაგანვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისიდამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრიჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესოსიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციისგარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა დაქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანიადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი ყოველთვისგანსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

შემთხვევითი არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურულიმემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა,რომელიც მცხეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, მნიშვნელოვან ფუნქციასასრულებს.

კომენტარი