„რუსეთი ოკუპანტია“ - სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

„რუსეთი ოკუპანტია“ - შეძახილებითა და ტრანსფარანტებით ჩავიდნენ დღეს სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ. აქციაზე იმყოფებიან Droni.ge-ს, Itv.ge-სა და Presa.ge-ს ჟურნალისტებიც. შეკრებილებმა ბანერთან ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ ჯაჭვიც შეკრეს. ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მდუმარე აქცია საოკუპაციო ხაზთან 20:00 საათზე დაიწყება. აქციაში ჟურნალისტებთან ერთად ოპოზიციური პარტიის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ სოფელ ბერშუეთში რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის ახალი მანიშნებელი დაამონტაჟეს.

კომენტარი