სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამ გარდაცვლილ წლინახევრის შვილთან უკანასკნელი ფოტო გადაიღო, რომელმაც სოციალური ქსელი აატირა

დანიელ ფარბრეისი ლეიკემიით გარდაიცვალა წლინახევრის ასაკში. ექიმები ბავშვის დედას ურჩევდნენ, რომ პატარა ბიჭის აპარატიდან გამორთვას დასთანხმებოდა, რადგან მის სიცოცხლეს ვეღარ გაახანგრძლოვებდნენ ამდენი წვალებით. დანიელი იმაზე ბევრად ადრე გარდაიცვალა, ვიდრე მშობლებმა აპარატის გამორთვის გადაწყვეტილება მიიღეს. დედამ გარდაცვლილ შვილთან უკანასკნელი ფოტო გადაიღო.

დანიელი ნაადრევად დაიბადა 2015 წლის სექტემბერში და 16 დღე სპეციალურ აპარატზე იყო მიერთებული, რათა მის ფილტვებს გახსნა შესძლებოდა. ექიმებმა არ იცოდნენ გადარჩებოდა თუ არა, რადგან საკმაოდ პატარა წონის იყო და სუსტი ორგანიზმი ჰქონდა. მოხდა სასწაული და შობის წინა დღეს დანიელი საავადმყოფოდან გაწერეს.

2016 წლის აპრილამდე დანიელის მშობლები ბედნიერად ცხოვრობდნენ და შვილს შეჰხაროდნენ, თუმცა პატარას კანზე მოულოდნელად წვრილი გამონაყარი გაჩნდა, რომელიც უფრო და უფრო ხშირდებოდა. ნახევარი წლის ბიჭუნას ექიმებმა ლეიკემისს დიაგნოზი დაუსვეს. სპეციალისტებმა მშობლებს უთხრეს, რომ მათ შვილს გადარჩენის 68-72% ჰქონდა. ქიმიოთერაპიის ოთხი კურსის შემდეგ შედეგი მართლაც იყო, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ დანიელს მწვავე ვირუსული ინფექცია შეხვდა, რომელმაც მდგომარეობა გაართულა და ორგანიზმი დაასუსტა. ლეიკემიამ ამ ვირუსის გამო აგრესიული ფორმა მიიღო. შემდეგ ტვინი გაეთიშა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აპარატზე იყო მიერთებული. მშობლები ვერ ეგუებოდნენ მისი გარდაცვალების ფაქტს და დიდ ხანს არ სთანხმდებოდნენ ექიმებს მართვითი სუნთქვიდან გამორთვის შეთავაზებას.

„როდესაც ახლობლები მეუბნებიან - ვიზიარებ თქვენს დანაკარგს, ამაზე ძალიან ვბრაზდები, მე დანიელი არ დამიკარგავს, ის დაკარგული არაა. ჩემი აზრით მან საკუთარი თავი გაწირა, რომ ჩვენთვის ტანჯვა აეცილებინა თავიდან“ - აცხადებს დანიელის დედა.

აპარატიდან გამორთვის შემდეგ პატარა მებრძოლი დანიელი კიდევ ცხრა დღე ვერ დაკრძალეს მშობლებმა, რადგან მასთან დროის გატარება საკმარისად არ ეჩვენებოდათ. როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მას არ აქვს უფლება იყოს სუსტი, რადგან დანიელი დიდი ტანჯვის მიუხედავად არასდროს ტიროდა, ამიტომ იძლებულია თავადაც მოიკრიბოს ძალა და გაუძლოს ამ დიდ ტკივილს. ახლა ის და მისი მეუღლე ქველმოქმედებით აპირებენ დაკავებას, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დახმარება აღმოუჩინონ, რათა რაც შეიძლება ნაკლები პატარა წავიდეს ამ ქვეყნიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100