გორში ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

გუშინ, გორი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავებული ერთ-ერთი პირი ჰოსპიტალიზაციის პროცესში გარდაიცვალა.
ადგილზე მისულ მედიკოსებს ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში დახვდათ და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი