ეს ის ბიჭია გუშინ თბილისის ზღვაში რომ დაიხრჩო

ეს ბიჭი 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილია. ის გუშინ თბილისის ზღვაში დაიხრჩო. მოზარდის მეგობრებთან ერთად წყალში ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე ცურავდა. სამწუხაროდ, მაშველებმა იგი წყალში დაღუპული იპოვნეს. მის ცხედარს სამაშველო სამსახურის ბრიგადა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ეძებდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია და ამისთვის შესაბამისი წარწერებიც არის განთავსებული. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. წყალსაქაჩის მიმდებარედ საბანაოდ არასრულწლოვნები ხშირად დადიან. გარდაცვლილი ცოტნე ჟურნალისტ ალეკო ცქიტიშვილის ვაჟია.

კომენტარი