"დასკვნითი და უსასტიკესი სერია" - "ჩცდ"-ს შემოქმედებითი ჯგუფი სკანდალური განცხადებას აქვეყნებს

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების ოფიციცალური ფეისბუქ გვერდი შემდეგ განცხადებას აქვეყნებს:"მეგობრებო! კარგი ამბავი გვაქვს!

ამ კვირის ბოლოს ჩემი ცოლის დაქალების ყველაზე გრძელი უიქენდი გელოდებათ.

მე-11 სეზონის ფინალური სერიები ეთერში გავა პარასკევს, შაბათს, კვირას და ორშაბათს!

პარასკევს, შაბათს და კვირას, ჩვეულებრივად 23:00 საათზე.

ორშაბათს კი 22:00 საათზე გრანდიოზულად დავხურავთ მე-11 სეზონს.


შესაბამისად, პარასკევიდან ყველას გელოდებით ეკრანებთან ჩცდ-ს ოთხდღიან მარათონზე" - ნათქვამია განცხადებაში.

სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი კი აანონსებს სერიას, რომელშიც გრიშა კაკაჩიასა და თემურ ბაძაღუას დნმ-ს პასუხი გახდება ცნობილი.

კომენტარი